ვინიფერა საქართველო ოჯახის საკუთრებაში არსებული მარანია. ჩვენ გვაქვს ღვინის დაყენების ხანგრძლივი ტრადიცია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, თუმცა თავად კომპანია დაარსდა 2020 წელს სოფელ წინანდალში. კომპანიის დაარსების მთავარი მოტივი ღვინის ტრადიციული ქართული მეთოდით დამზადების სიყვარული გახდა.
ჩვენი პრიორიტეტი ხარისხი და სტაბილურობაა, რომელიც თავის თავში ტერუარსაც მოიცავს, ამიტომაა, რომ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ვენახისა და ვაზის მოვლის საკითხებს.
ვენახები განთავსებულია კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში, რომელიც კლიმატით, ნიადაგის შემადგენლობითა და ტოპოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ადგილწარმოშობად ითვლება. ვენახის მოსავლელად მხოლოდ ბუნებრივი საშუალებები გამოიყენება. არ ხდება ნიადაგის სასუქითა და სხვა ქიმიური დანამატებით გამდიდრება.
ღვინის დაყენებისას გამოიყენება ტრადიციული ქართული მეთოდი, რაც გულისხმობს ჭაჭაზე ღვინის ხანგრძლივად დაყოვნებას. ეს მას ხდის არომატულს, ტანინიანს და აძლევს უნიკალურ ტონებს.